Saturday, April 20, 2019

მეხუთე დღის რელექსია

პროექტის მეხუთე დღეს განვიხილეთ  სლაიდების ჩასმა, დრაივში ინფორმაციის გაზიარება, განვიხილეთ საავტორო უფლებების ტესტები ,საავტორო უფლებების დეტალები , გავეცანით საავტორო უფლებების კანონებს  დღევანდელი ტრენინგი იყო საინტერესო
ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ…
მესამე მოდულის ძირითადი საკითხები:
  • ინტერნეტი კვლევის, თანამშრომლობისა და კომუნიკაციისთვის ძლიერი და ეფექტური ინსტრუმენტი შეიძლება იყოს.
  • მასალების გამოყენების გზამკვლევი აღწერს, თუ როგორ უნდა გამოიყენონ მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა საავტორო უფლებებით დაცული მასალები სამართლებრივი ჩარჩოს დაცვით.
  • გამოყენებული ლიტერატურის მითითება შესაძლებელია სხვადასხვა ფორმატში, სწავლების ნებისმიერ დონეზე.
  • ძიების სისტემის ეფექტური გამოყენება მასწავლებლებისა და მოსწავლეების მიერ სასარგებლო ონლაინმასალებისა და ინფორმაციის მოპოვებას უზრუნველყოფს.
  • ვებგვერდის სანდოობისა და მოპოვებული მასალის ღირებულების განსაზღვრისთვის სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებაა აუცილებელი.
  • ელფოსტა, ონლაინჩატი, სწრაფი შეტყობინების სისტემა და ინტერნეტზარის ტექნოლოგიები მოსწავლეებს სასწავლო კავშირების დამყარების შესაძლებლობას აძლევს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
  • ბლოგები, ვიკი და ინტერნეტ თანამშრომლობითი დოკუმენტები მოსწავლეებს პროექტებზე ერთობლივად მუშაობის და ონლაინ რეჟიმში მათი ნამუშევრის გაზიარების შესაძლებლობას აძლევს.
როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლის პროცესის ხელშეწყობისა და შეფასებისთვის?
მეოთხე მოდულის ძირითადი საკითხები:
  • მოსწავლის მიერ პროექტის დაგეგმვა და განვითარება მოითხოვს:
  • სასწავლო პროექტის შესაბამის, მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე პასუხების გაცემას
  • ცნებების, უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გააზრებას
  • მაღალი სააზროვნო დონისა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების დემონსტრირებას
  • ცხოვრებისეულ რეალობასთან კავშირების დამყარებას
  • ტექნოლოგიების ეფექტურად და ადეკვატურად გამოყენებას
  • კონკრეტული ტექნოლოგიური საშუალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მის ძლიერ მხარეებს, თემატიკასთან და სასწავლო ამოცანებთან შესაბამისობას უნდა დაეფუძნოს. პროექტების შესაბამისი ტექნოლოგიური ინსტრუმენტების საშუალებებია:
  • პრეზენტაციები: ინფორმაციის ზეპირი წარმოდგენისთვის შეიძლება მოიცავდეს ფოტოებს, გრაფიკებს, ცხრილებს, ხმოვან ეფექტებს, ვიდეოებსა და სხვა რესურსების ბმულებს
  • პუბლიკაციები: ტექსტური კომუნიკაციისთვის შეიძლება მოიცავდეს ფოტოებს, გრაფიკებს, ცხრილებს
  • ვიკის ვებგვერდები ონლაინ: ტექსტზე ორიენტირებული მასალა, რომელთა რედაქტირება ერთდროულად რამდენიმე ადამიანს შეუძლია
  • ბლოგები ონლაინ: ტექსტური ჟურნალი, რომლებიც მოელის პასუხებს მკითხველისგან

Sunday, April 14, 2019

მეოთხე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე საინტერესო იყო იმით,რომგავეცანით სხვადასხვა სტრატეგიებს,რომელსაც არა მარტო გამოვიყენებ  პროექტზე მუშაობისას,არამედ საგაკვეთილო პროცესშიც
მეორე მოდულის მეორე ნაწილი  დამეხმარა, გამეანალიზებინა განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით...
  • შეფასების ფორმები პროექტებზე დაფუძნებული თემებისთვის უნდა:
  • ინტეგრირდეს სასწავლო ციკლში
  • აფასებდეს თემის მნიშვნელოვან ამოცანებს
  • რთავდეს შეფასების პროცესში მოსწავლეებს
  • იყენებდეს შეფასების უამრავ სტრატეგიას:
  • მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად
  • თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის წასახალისებლად
  • პროგრესის მონიტორინგისთვის
  • გაგების ხარისხის შემოწმებისა და მეტაკოგნიტური აზროვნების წასახალისებლად
  • ნასწავლი მასალისა და უნარ-ჩვევის დემონსტრირებისთვის

Sunday, April 7, 2019

მესამე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე ნაყოფიერი იყო ჩემთვის გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს ბევრი საინტერესო რამ ავითვისე რომელსაც გამოვიყენებ პრაქტიკაში მადლობა ტრენერს დღევანდელი დღისთვის
მეორე მოდულის პირველი ნაწილი  დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების გამოყენება 
  • მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ხელს უწყობს მოსწავლეებს, გამოიყენონ მაღალი დონის სააზროვნო უნარები, სრულყოფილად გაიგონ ძირითადი ცნებები და სისტემურად გაუკეთონ ორგანიზება ფაქტობრივ ინფორმაციას. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:
  • ზოგადი კითხვები ღია ფორმატის და ზოგადი ტიპის კითხვებია, რომლებიც დიდ იდეებს და ცნებებს ეხება. ზოგადი კითხვები კვეთს სხვადასხვა დისციპლინას და ეხმარება მოსწავლეებს, დაინახონ კავშირი სხვადასხვა საგანს შორის.
  • თემატური კითხვები ღია ფორმატის კითხვებია, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება პროექტს ან ტრენინგის თემას. მათი მეშვეობით აგროვებთ ინფორმაციას ძირითად კითხვებზეც.
  • შინაარსობრივი კითხვები ფაქტებზე დაფუძნებული, კონკრეტული კითხვებია, კონკრეტული პასუხებით.

Saturday, April 6, 2019

მთელ საქართველოს მინდა მივულოცო ხარების ბრწყინვალე დღესასწაული მინდა დღევანდელი  დღე იყოს ნაყოფიერი

მე-2 დღის რეფლექსია


კმაფილი ვარ დღევანდელი დღის ტრენინგით ჩემთვის ძალიან საინტერესო მასალა ავითვისე შევქმენით ბლიგი ვისაუბრეთ პროექტებზე  რომელცაც აუცილებლად გამოვიყენებ სსასწავლო პრაქტიკაში მადლობა ტრენერს
         მე კმაყოფილი ვარ დღევანდელი ტრენინგით 

          საინტერესო მასალა ავითვისე რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში