პროექტებით სწავლება
Wednesday, January 15, 2020
Tuesday, May 14, 2019
მეცხრე დღის რეფლექსია
დღეს გვაქვს ბოლო შემაჯამებელი ტრენინგი,კიდევ ერთხელ გადავხედეთ პროექტის
გეგმა დავასრულეთ მასზე მუშაობა, გადავიტანეთ ჩვენი ნამუშევრები დრაივში და
ავტვირთეთ ბლოგზე, გავაკეთეთ პრეზენტაცია, მივეცით ერთმანეთს უკუკავშირი.
მოდული იყო ძალიან საინტერესო,რომელიც დამეხმარება მოსწავლეებთან მაღალი
სააზროვნო უნარების განვითარებაში,მადლობა ამისათვის ქალბატინ მარინე
მურჯიკნელს ,საინტერესოდ დაგეგმილი და წარმართული ტრენინგისთვის.
გეგმა დავასრულეთ მასზე მუშაობა, გადავიტანეთ ჩვენი ნამუშევრები დრაივში და
ავტვირთეთ ბლოგზე, გავაკეთეთ პრეზენტაცია, მივეცით ერთმანეთს უკუკავშირი.
მოდული იყო ძალიან საინტერესო,რომელიც დამეხმარება მოსწავლეებთან მაღალი
სააზროვნო უნარების განვითარებაში,მადლობა ამისათვის ქალბატინ მარინე
მურჯიკნელს ,საინტერესოდ დაგეგმილი და წარმართული ტრენინგისთვის.
Saturday, May 11, 2019
მერვე დღის რეფლექსია
ტრენინგის მერვე დღეს ვიმუშავეთ ბროშურების შექმნაზე, აქტივობაში დავამუშავეთ მასალა. უფასუხეთ მოდულის კითხვებს როგორ გაუწიოთ ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტაციის პროცესში. როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად.
მეშვიდე მოდულის ძირითადი საკითხები:
- კითხვების დასმა ეფექტური სწავლების შემადგენელი ნაწილია. კარგი კითხვები გვეხმარება წინა გაკვეთილებთან და ჩვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან აზრიანი კავშირების გაბმაში.
- მასწავლებლის ქცევა, საკლასო გარემო და სასწავლო პროექტის განხორციელების სტრატეგიები მნიშვნელოვანია მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილის წარმართვაში.
- განხორციელების გეგმაში მითითებულია გაკვეთილის მომზადების, ჩატარების და მისი დასრულებისთვის საჭირო მოთხოვნები.
- მუდმივი პროფესიული განვითარება მნიშვნელოვანია ზრდისა და პროგრესის მდგრადობისთვის.
Sunday, May 5, 2019
მე 7 დღის რეფლექსია
ტრენინგის მეშვიდე დღეს განვიხილეთ დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის, გავეცანით სწავლის. სხვადასხვა სტილს კითხვარს დიფერენცირებულ სწავლებაზე.როგორ დავაკმაყოფილოთ მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებები, გავეცანითმოსწავლის წარმატებისთვის ხელშემწყობ დოკუმენტებს
მოცემული მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით...
მეექვსე მოდულის ძირითადი საკითხები:
- მოსწავლეზე ორიენტირებულ გარემოზე გადასვლა როგორც მასწავლებლის, ისე მოსწავლის მიერ, მცირე ცვლილებებს მოიცავს.
- მასწავლებლებმა უნდა იმუშაონ მოსწავლეებთან, რათა დამოუკიდებელი შემსწავლელის როლის განვითარებაში დაეხმარონ.
- მოსწავლეებმა სწავლის პროცესში აქტიური როლი უნდა იკისრონ.
- მასწავლებლები განასხვავებენ დიფერენცირებული სწავლების ოთხ სახეს:
- შინაარსი
- პროცესი
- პროდუქტი
- სასწავლო გარემო
- მასწავლებლებს შეუძლიათ, სწავლის სტილი მრავალი მხრიდან გააანალიზონ, მათ შორის, განიხილონ ვიზუალურ-კინესთეტიკურ-აუდიო შემსწავლელები, მარცხენა ნახევარსფეროზე/მარჯვენა ნახევარსფეროზე დამოკიდებული შემსწავლელები, მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის მიხედვით განაწილებული შემსწავლელები.
- ყველა ტიპის შემსწავლელის საჭიროებების დაკმაყოფილება მოითხოვს საფეხურებრივ სწავლებას, რათა მოსწავლის თავდაჯერებულობა და დამოუკიდებლობა თანდათანობით გაიზარდოს.
Saturday, May 4, 2019
მეექვსე დღის რეფლექსია
დღევანდელი ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო დღეს შევისწავლეთ მოსწავლის ნაშრომის გაზიარება კომენტარების წერა განვიხილეთ დავალებასთან დაკავშირებული შენიშვნები მოსწავლეთა პროექტების შეფასებაბა უკუკავშირის რჩევები და მეთოდები, შეფასების დროის ჩარჩო
მეხუთე მოდულის ძირითადი საკითხები:
- შეფასება ინტეგრირებული უნდა იყოს საპროექტო დავალებებში და უნდა შეესაბამებოდეს შეფასების მიზნებს.
- მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები უნდა მოიცავდეს შინაარსობრივ ნაწილს და, ასევე, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, განსაზღვრავდეს, რა ცოდნა და უნარ-ჩვევები შედის პროექტში.
- რუბრიკა წარმოგვიდგენს ამოცანების მახასიათებლებს (მარცხენა სვეტი) და აღწერით ნაწილს (მარჯვენა სვეტი) და მიგვითითებს შესრულების სტანდარტზე.
- გამოიყენეთ შემაჯამებელი შეფასების ფორმები პროდუქტისა და შესრულების ხარისხის შეფასებისთვის.
- ქვემოთ წარმოდგენილი რეკომენდაციები დაგეხმარებათ შეფასების ფორმების შექმნისა და მოდიფიცირების პროცესში (Airasian, 1991):
- შეასრულეთ დავალება მოსწავლის ნაცვლად;
- შეამოწმეთ, შეესაბამება თუ არა ამოცანის მახასიათებლები (მარცხენა სვეტში) მიზნებს;
- შეზღუდეთ მახასიათებლების რაოდენობა;
- მიიღეთ კოლეგებისა და მოსწავლეების უკუკავშირი;
- აღწერითი ნაწილი დაწერეთ მოსწავლეთათვის გასაგებ ენაზე;
- თავი აარიდეთ ბუნდოვანი სიტყვების გამოყენებას;
- შეამოწმეთ მახასიათებლების თანმიმდევრობა.
Saturday, April 20, 2019
მეხუთე დღის რელექსია
პროექტის მეხუთე დღეს განვიხილეთ სლაიდების ჩასმა, დრაივში ინფორმაციის გაზიარება, განვიხილეთ საავტორო უფლებების ტესტები ,საავტორო უფლებების დეტალები , გავეცანით საავტორო უფლებების კანონებს დღევანდელი ტრენინგი იყო საინტერესო
ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ…
მესამე მოდულის ძირითადი საკითხები:
- ინტერნეტი კვლევის, თანამშრომლობისა და კომუნიკაციისთვის ძლიერი და ეფექტური ინსტრუმენტი შეიძლება იყოს.
- მასალების გამოყენების გზამკვლევი აღწერს, თუ როგორ უნდა გამოიყენონ მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა საავტორო უფლებებით დაცული მასალები სამართლებრივი ჩარჩოს დაცვით.
- გამოყენებული ლიტერატურის მითითება შესაძლებელია სხვადასხვა ფორმატში, სწავლების ნებისმიერ დონეზე.
- ძიების სისტემის ეფექტური გამოყენება მასწავლებლებისა და მოსწავლეების მიერ სასარგებლო ონლაინმასალებისა და ინფორმაციის მოპოვებას უზრუნველყოფს.
- ვებგვერდის სანდოობისა და მოპოვებული მასალის ღირებულების განსაზღვრისთვის სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებაა აუცილებელი.
- ელფოსტა, ონლაინჩატი, სწრაფი შეტყობინების სისტემა და ინტერნეტზარის ტექნოლოგიები მოსწავლეებს სასწავლო კავშირების დამყარების შესაძლებლობას აძლევს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
- ბლოგები, ვიკი და ინტერნეტ თანამშრომლობითი დოკუმენტები მოსწავლეებს პროექტებზე ერთობლივად მუშაობის და ონლაინ რეჟიმში მათი ნამუშევრის გაზიარების შესაძლებლობას აძლევს.
როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლის პროცესის ხელშეწყობისა და შეფასებისთვის?
მეოთხე მოდულის ძირითადი საკითხები:
- მოსწავლის მიერ პროექტის დაგეგმვა და განვითარება მოითხოვს:
- სასწავლო პროექტის შესაბამის, მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე პასუხების გაცემას
- ცნებების, უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გააზრებას
- მაღალი სააზროვნო დონისა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების დემონსტრირებას
- ცხოვრებისეულ რეალობასთან კავშირების დამყარებას
- ტექნოლოგიების ეფექტურად და ადეკვატურად გამოყენებას
- კონკრეტული ტექნოლოგიური საშუალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მის ძლიერ მხარეებს, თემატიკასთან და სასწავლო ამოცანებთან შესაბამისობას უნდა დაეფუძნოს. პროექტების შესაბამისი ტექნოლოგიური ინსტრუმენტების საშუალებებია:
- პრეზენტაციები: ინფორმაციის ზეპირი წარმოდგენისთვის შეიძლება მოიცავდეს ფოტოებს, გრაფიკებს, ცხრილებს, ხმოვან ეფექტებს, ვიდეოებსა და სხვა რესურსების ბმულებს
- პუბლიკაციები: ტექსტური კომუნიკაციისთვის შეიძლება მოიცავდეს ფოტოებს, გრაფიკებს, ცხრილებს
- ვიკის ვებგვერდები ონლაინ: ტექსტზე ორიენტირებული მასალა, რომელთა რედაქტირება ერთდროულად რამდენიმე ადამიანს შეუძლია
- ბლოგები ონლაინ: ტექსტური ჟურნალი, რომლებიც მოელის პასუხებს მკითხველისგან
Sunday, April 14, 2019
მეოთხე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე საინტერესო იყო იმით,რომგავეცანით სხვადასხვა სტრატეგიებს,რომელსაც არა მარტო გამოვიყენებ პროექტზე მუშაობისას,არამედ საგაკვეთილო პროცესშიც
მეორე მოდულის მეორე ნაწილი დამეხმარა, გამეანალიზებინა განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით...
- შეფასების ფორმები პროექტებზე დაფუძნებული თემებისთვის უნდა:
- ინტეგრირდეს სასწავლო ციკლში
- აფასებდეს თემის მნიშვნელოვან ამოცანებს
- რთავდეს შეფასების პროცესში მოსწავლეებს
- იყენებდეს შეფასების უამრავ სტრატეგიას:
- მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად
- თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის წასახალისებლად
- პროგრესის მონიტორინგისთვის
- გაგების ხარისხის შემოწმებისა და მეტაკოგნიტური აზროვნების წასახალისებლად
- ნასწავლი მასალისა და უნარ-ჩვევის დემონსტრირებისთვის
Subscribe to:
Posts (Atom)